სისტემა: Convert — აქციე ინტერესი მოქმედებად
Sales Funnel
სრული მოგზაურობის დაპროექტება პირველი შეხებიდან გაყიდვამდე — გაზომვადი ეტაპებით და მკაფიო შემდეგი ნაბიჯებით.
უმეტეს ბიზნესში funnel უკვე არსებობს — უბრალოდ არავინ დაუხატავს: ვიღაც ხედავს რეკლამას, ვიღაც წერს, ვიღაცას ავიწყდება… ვხატავთ რეალურ მოგზაურობას ეტაპებად (შეხება → ინტერესი → საუბარი → შეთავაზება → გაყიდვა → დაბრუნება), ვზომავთ თითო გადასვლას და ვპოულობთ, სად იკარგება ყველაზე მეტი ღირებულება.
შემდეგ თითო ეტაპს ვაძლიერებთ შესაბამისი ინსტრუმენტით: გზავნილი ცივ აუდიტორიაზე, nurture ჯერ-არ-მზადმყოფებზე, შეხსენება მიტოვებულებზე, სტრუქტურა გაყიდვის საუბრებზე. მარკეტინგი და გაყიდვები ერთ სისტემად ეწყობა — საერთო ეტაპებით, საერთო ენით და საერთო რიცხვებით.
ხშირი კითხვები
CRM გვჭირდება ამისთვის?
მასშტაბზეა დამოკიდებული: მცირე ნაკადს მოწესრიგებული ცხრილიც ერევა, ზრდასთან ერთად კი CRM აუცილებელი ხდება. დანერგვისას გირჩევთ ინსტრუმენტს და ვაწყობთ პროცესს — ისევ თქვენს საკუთრებაში.
გაყიდვების გუნდსაც ეხება ეს სამუშაო?
დიახ, საუკეთესო შედეგი სწორედ მაშინაა: ვთანხმდებით ეტაპებზე, პასუხის დროზე და უკუკავშირზე — გაყიდვების დაკვირვებები marketing-ის შემდეგ იტერაციას კვებავს.